დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისის N45 საჯარო სკოლაში ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებას სპეც. მასწავლებელი ლანა მთიბელაშვილი, თამუნა სხულუხია და ფსიქოლოგი სალომე ბოსტოღანაშვილი ხელმძღვანელობდნენ.
ღონისძიების მთავარი მთავარი მესიჯი იყო „ქრომოსომა - ეს არ არის მნიშვნელოვანი! მნიშვნელოვანია - რწმენა, მონდომება, მიზანდასახულობა, თანადგომა, სიყვარული და წარმატებაც არ დააყოვნებს!“.
„ჩვენი მიზანი იყო მოსწავლეების და მშობლების ინფორმირებისა და ცნობიერების ამაღლება. ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლას იქს ფაქტორის წამყვანი და მსახიობი გიგო შიუკაშვილი ესტუმრა. ღონისძიებაში კი მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრები გიორგი ცაგურია, მარიამ წიკლაური, ლუკა ბალანჩივაძე და ლუკა კილაძე ჩაერთნენ“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
იხილეთ ფოტოები