თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის, ჭივჭავის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ ჩატარდა.
თამაშის ორგანიზატორი იყო ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი გულთამზე ბენდელიანი.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, გამარჯვებული გუნდი სამი გუნდიდან გამოვლინდა. გამარჯვებულმა გუნდმა, სამ ტურში, 40 ქულიდან 38 ქულა დააგროვა.
მაღალი ქულები დააგროვეს და იაქტიურეს დანარჩენმა გუნდებმაც.
გამარჯვებული გუნდის მონაწილეებს სკოლის დირექტორმა ქალბატონმა რუსუდან გარდაფხაძემ საჩუქრები გადასცა და აღნიშნა, რომ ყველა მონაწილე გამარჯვებულია და მათ წარმატებები უსურვა.
იხილეთ ფოტოები