დაბა წაღვერის საჯარო სკოლაში სპორტული სახალისო აქტივობები განხორციელდა
29-03-2019

ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა წაღვერის საჯარო სკოლაში დაიგეგმა და განხორციელდა სპორტული აქტივობები, კერძოდ კი, სახალისო მოძრავი თამაშები.

გაკვეთილის მიზანი იყო მოძრაობითი ჩვევების დაუფლება და ფიზიკური თვისებების განვითარება, ასევე, მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრებისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების შესაწავლა.

გაკვეთილი პედაგოგის, იზაბელა შუშანიას ხელმძღვანელობით ჩატარდა და მასში მეხუთე-მეექვსე კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203