ადიგენის მუნიციპალიტეტის ხევაშენის საჯარო სკოლის VIII-XI კლასის მოსწავლეები ახალციხის პროფესიულ კოლეჯს „ოპიზარს“ ესტუმრნენ.
მასპინძლებმა განსაკუთრებული სითბოთი მიიღეს მოსწავლეები, დაათვალიერებინეს სასწავლო კაბინეტ-ლაბორატორიები, ასევე, მოსწავლეებმა მოისმინეს მინი-ლექციები სხვადასხვა პროფესიასთან დაკავშირებით.
ხევაშენის საჯარო სკოლა დიდ მადლობას უხდის კოლეჯ „ოპიზარის“ ხელმძღვანელობას და მასწავლებლებს.
იხილეთ ფოტოები