თბილისის N103 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბმა პროექტი - „უსაფრთხო გზა სკოლისკენ“ განახორციელა
29-03-2019

თბილისის N103 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბმა - „ჩეინჯერები“  პროგრამის - „მომავლის თაობის“ ფარგლებში პროექტი - „უსაფრთხო გზა სკოლისკენ“ განახორციელა. 

კლუბის კურატორი ნანა ჩხაიძეა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის მარეგულირებელი ნიშნები განთავსდა, გადასასვლელებთან კი ზებრა დაიხაზა.

„პროექტი ემსახურებოდა მოსწავლეების აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებას. მოსწავლეთა უსაფრთხო გადაადგილებაში გაწეული დახმარებისთვის 103-ე საჯარო სკოლის მშობლებისა და მოსწავლეების სახელით, დიდი მადლობა, თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურს. პროექტის განხორციელებაში წვლილისთვის- „მომავლის თაობას“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203