წალკის მუნიციპალიტეტის ხაჩკოვის საჯარო სკოლაში 21 მარტი „დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე“ აღინიშნა.
მოსწავლეებმა ,,დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან“ დაკავშირებით, ქართულ ენაზე, მოისმინეს სემინარი და დაამზადეს საინფორმაციო პლაკატები.
,,არავინ დატოვო მიღმა! მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს!“ - მოსწავლეებმა ამ ფორმით დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მიმართ სიყვარული და თანადგომა გამოხატეს.
„მათი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია ცნობიერების ამაღლება ,,დაუნის სინდრომის“ მახასიათებლების შესახებ. მოსწავლეები მზაობას გამოხატავენ ჩაერთონ სხვა უფრო ფართომაშტაბიან აქტივობებში“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
იხილეთ ფოტოები