რა შეცდომებს უშვებენ აბიტურიენტები ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციისას - „ნაეკის“ რეკომენდაციები
29-03-2019

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ ბრიფინგზე აბიტურიენტების მიერ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციისას ყველაზე ხშირად დაშვებულ შეცდომებზე ისაუბრა. 

როგორც სოფო გორგოძემ აღნიშნა, შეცდომები თანხის გადახდას, არასწორად მითითებულ სახელსა და გვარს და ასევე შემოქმედებით ტურს უკავშირდება.

„ყველაზე ხშირად რა შეცდომებს უშვებენ აბიტურიენტობის მსურველები - აღნიშნულის ანალიზი ჩვენი ცხელი ხაზის ოპერატორებმა გააკეთეს. ეს შეცდომებია:

  • აპლიკანტებს რეგისტრაცია ვერ მიჰყავთ ბოლომდე, რადგან არ კითხულობენ წესებს და შესაბამისად, ავიწყდებათ ბმულის მონიშვნა - გავეცანი და ვეთანხმები რეგისტრაციის წესებს“
  • რეგისტრაციის დასასრულებლად აუცილებელია აპლიკანტმა გამოიყენოს შენახვის ღილაკი. ამ ღილაკზე დაჭერის გარეშე რეგისტრაცია დასრულებულად არ ითვლება
  • მომხმარებლის სახელში, ელფოსტის ნაცვლად, უთითებენ სახელს და გვარს
  • იმ აბიტურიენტებს, რომლებიც სახელოვნებო ან სასპორტო პროგრამებზე აბარებენ, ავიწყდებათ შემოქმედებითი ტურის არჩევა
  • პროგრამების კოდებს უთითებენ არასწორად
  • გამოცდებში მონაწილეობის მსურველები ხშირად თანხის გადახდის გარეშე იწყებენ რეგისტრაციას
  • საერთო სამაგისტრო პროგრამაზე შეცდომით ირჩევენ ტესტის ტიპს
  • თანხის გადახდის დროს შეცდომით უთითებენ პირად ნომერს
  • არასწორად რიცხავენ თანხას (მაგ: ერთიანი ეროვნული გამოცდების ნაცვლად საერთო სამაგისტრო გამოცდაზე და სხვ.)

ერთ საგანში მაინც თუ აქვთ მათ გადახდილი თანხა, შეუძლიათ რეგისტრაცია გაიარონ. გადაიხადონ, ვთქვათ, 10 ლარი ერთის საგნის, გაიარონ რეგისტრაცია 3 აპრილამდე და შემდგომ დაამატონ სხვა საგნები, თუ თანხის ან სხვა რაიმე ტიპის პრობლემაა. ვთხოვთ აბიტურიენტებს, რომლებიც ჯერ არ არიან დარეგისტრირებულნი, შეცდომების ეს ჩამონათვალი მაქსიმალურად გაითვალისწინონ და ეცადონ ამ დღეებში დარეგისტრირდნენ გამოცდებზე“, - განაცხადა სოფო გორგოძემ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203