ახალციხის N5 საჯარო სკოლაში 21 მარტს ტყის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
მე-4ა, მე-4გ და მე-4 ე კლასებში ბუნების მასწავლებლის ინგა ვარდიძის ინიციატივით სხვადასხვა აქტივობები გაიმართა.
მოსწავლეებმა გააკეთეს პრეზენტაციები თემაზე: „ტყე სიცოცხლის წყარო“, „ტყე და მისი მნიშვნელობა“, „ტყე და ადამიანი“ და სხვა, მოაწყვეს ნახატების გამოფენა „ ჩემი ტყე“.
აღნიშნული აქტიობების მიზანი იყო, მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება ტყის მნიშვნელობის შესახებ.
იხილეთ ფოტოები