ალექსანდრე ონიანის სახელობის ლენტეხის მუნიციპალიტეტის ჟახუნდერის საჯარო სკოლის მოსწავლეები და მათი ხელმძღვანელი მაყვალა ნიჩბიანი მკითხველთა კლუბ „ანარეკლის“ მიერ ორგანიზებულ ანა ლაშხელი-ონიანისა და ნინო ნეკერიშვილის სახელობის ლიტერატურულ კონკურსში „აკვანი და ნეკერჩხალი“ მონაწილეობდნენ.
კონკურსში აქტიური მონაწილეობისათვის სკოლა სიგელით დაჯილდოვდა.
გარდა ამისა, VII კლასის მოსწავლე სოლომონ ონიანი გახდა კონკურსის II საპრიზო ადგილის მფლობელი. ის დაჯილდოვდა სიგელით და ფულადი საჩუქროთ, ხოლო მეექვსეკლასელ მარიამ ონიანს კი გადაეცა სიგელი.
იხილეთ ფოტოები