ჩხუტელის საჯარო სკოლის მოსწავლეები ხალხური სიმღერების კონკურსში მონაწილეობდნენ
29-03-2019

მუნიციპალური პროექტის „მხოლოდ ქართული ხალხური“ ფარგლებში შესარჩევი კომისიისა და მაყურებლის წინაშე ჩხუტელის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდი  რამდენიმე სიმღერით წარსდგა. 

საფინალო დათვალიერება კონკურსისათვის შეირჩა ხალხური სიმღერა ,,მგზავრული“ და ,,შენ ერთხელ, ქალაუ“, ხოლო კონკურსგარეშე საკონცერტო ნომრად: „აი ია“ (ნ. ბალახაშვილის). 

განსაკუთრებული სიმპათია დაიმსახურა და პროექტის აღმოჩენად იქცა 13 წლის შოთა ლაჭყეპიანი, თავისი არაჩვეულებრივი ხმითა და შესრულების მანერით.

ჩხუტელის საჯარო სკოლა დიდ ინტერესს იჩენს მოსწავლეთა მუსიკალური გემოვნების და კულტურული ფასეულობებისადმი პატივისცემის ჩამოყალიბების საქმეში. 

იხილეთ ფოტო 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203