სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე, გერმანული საერთაშორისო ორგანიზაციის „Act for Transformation” ხელმძღვანელს, ურგენ მენძელს შეხვდა.
შეხვედრის მთავარი თემა სამშვიდობო განათლება და საუნივერსიტეტო დიპლომატია იყო.
რექტორმა სტუმარს მიაწოდა ინფორმაცია საუნივერსიტეტო დიპლომატიის არსის, მისი ამუშავების საჭიროებისა და მნიშვნელობის შესახებ. საუბარი შეეხო ამ მიმართულების იმპლემენტაციის პროცესში განვლილ ეტაპებსა და დაგეგმილ პროექტებს.
„Act for Transformation” -ის ხელმძღვანელმა დაადასტურა მხარდაჭერა აღნიშნული პროექტის მიმართ. მან ისაუბრა გახლეჩილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენის მიმართულებით გერმანიის გამოცდილებაზე და სამშვიდობო განათლების უნივერსიტეტში დანერგვის მნიშვნელობაზე.
სტუმარმა მზაობა გამოთქვა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საგანმანათლებლო კურსების და სამშვიდობო განათლების მიმართულებით აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამის დანერგვის შესახებ.
შეხვედრაზე აგრეთვე მიმოიხილეს გერმანიისა და ავსტრიის წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშორმლობისა და ერთობლივი პროგრამების დანერგვის შესაძლებლობები.
შეხვედრა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპორტის, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ინიციატივით გაიმართა და მიზნად ისახავდა თანამშრომლობის გაღრმავებას გერმანულ არასამთავრობო და საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან.