შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფო გორგოძე აცხადებს, რომ 2019 წლის ცნობარში ცვლილებებია მოსალოდნელი, ამიტომ აბიტურიენტები ყურადღებით უნდა იყვნენ, რათა მათ მიერ არჩეულ პროგრამას აკრედიტაცია არ გაუუქმდეს.
ცნობარში პირველი ცვლილება უკვე განხორციელდა - რამდენიმე უნივერსიტეტმა გარკვეულ პროგრამებზე აკრედიტაცია მოიპოვა.
„თუ პროგრამას აკრედიტაცია გაუუქმდა, ამ შემთხვევაში ჩვენ ვერაფერს ვიზამთ. აბიტურიენტმა მუდმივად უნდა ამოწმოს ცენტრის ვებ-გვერდი, რათა ინფორმირებული იყოს, გაუუქმდა თუ დაემატა აკრედიტირებული პროგრამები ცნობარს. სწორედ ამიტომ არის, რომ სასურველი პროგრამების შეცვლა აბიტურიენტებს აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მეორე დღის ჩათვლით შეუძლიათ. მსგავსი ტიპის პროცედურები წინა წელსაც მიმდინარეობდა.
იმის გათვალისწინებით, რომ წინა წელს გარკვეული პრობლემები შეექმნათ აბიტურიენტებს და ცენტრმა დამატებითი მობილობა გამოცხადა, რათა გაუქმებულ პროგრამებზე მოხვედრილი აბიტურიენტები აკრედიტებულ პროგრამებსა და უნივერსიტეტებში გადასულიყვნენ, წელს აღნიშნულ საკითხს დიდი ყურადღებას დაეთმობა. მაქსიმალურად გვინდა ამ საკითხზე ყურადღება გავამახვილოთ და აბიტურიენტებს ეს ინფორმაცია მივაწოდოთ. აგვისტომდე დიდი დროა და ამას სულ გავიმეორებთ, რომ პროგრამები გადაამოწმონ“,-განაცხადა გორგოძემ.