დაბა თიანეთის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეები გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის თიანეთის სერვისცენტრს ესტუმრნენ
29-03-2019

დაბა თიანეთის №2 საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები ( კლასის ხელმძღვანელი ლელა გელაძე) ქიმიის მასწავლებელ ნანა ლომაძესთან ერთად, წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის თიანეთის სერვისცენტრს ესტუმრნენ.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, სერვისცენტრის თანამშრომლებმა მოსწავლეები თბილად მიიღეს, ლაბორატორიის სპეციალისტმა ლალი ჯამარაულმა კი მოსწავლეებს დაბა თიანეთის  წყალმომარაგების სქემა გააცნო და ცდები ჩაატარა, რომლითაც  მოსწავლეებთან ერთად განსაზღვრა წყლის PH მაჩვენებელი, ქლორის რაოდენობა წყალში, წყლის ჟანგბადიანობა და წყლის სიხისტე. სპეციალისტმა მოსწავლეებს ასევე აჩვენა როგორ შეიძლება წყალში ამიაკის, ნიტრატებისა და ნიტრიტების აღმოჩენა.

დაბა თიანეთის №2 საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი და მეცხრე კლასის მოსწავლეები მადლობას უხდიან საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის თიანეთის სერვისცენტრს მასპინძლობისთვის.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203