თერჯოლის მუნიციპალიტეტის, ჩხარის №2 საჯაროს სკოლის მოსწავლეები მინი ფეხბურთის შეჯიბრში მონაწილეობდნენ.
სკოლის მე-5 , მე-6, მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეები (პედაგოგი დიმა არეშიძე) მინი ფეხბურთის შეჯიბრში ჩხარის №1 სკოლის მოსწავლეებს (პედაგოგი კოტე ჩარექიშვილი) შეხვდნენ.
თამაში ჩხარის №1 საჯარო სკოლის სპორტდარბაზში გაიმართა. შეხვედრა მიმდინარეობდა ორ ასაკობრივ ჯგუფში: მე-5 მე-6 და მე-7 მე-8 . პირველ ასაკობრივ ჯგუფში გაიმარჯვა ჩხარის № 2 საჯარო სკოლის გუნდმა, მეორე ასაკობრივ ჯგუფში კი- ჩხარის №1 საჯარო სკოლის გუნდმა.
გუნდებმა და გულშემატკივრებმა გამარჯვება მიულოცეს ერთმანეთს და შემდეგი შეხვედრის სურვილი გამოთქვეს.
იხილეთ ფოტოები