ყარაჯალას სკოლის მოსწავლეებმა ქალებს 8 მარტი იებით მიულოცეს
08-03-2017
ყარაჯალას სკოლაში მე-10 კლასის მოსწავლეებმა მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარის, ჯამეი მამედოვის ინიციატივით მოაწყეს გასვლა თემში და იებით მიულოცეს ქალებს 8 მარტი.

აღსანიშნავია, რომ მათ არც სამი მარტი დავიწყებიათ და სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა ყარა ზაქირ ოღლიმ და აიშა იდრისოვამ საკუთარი ლექსებით მიულოცეს დედებს 3 მარტი. 

ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში ხელოვნების მასწავლებელმა ცისმარი ცისკარიშვილმა ჩაატარა ღონისძიება ''დედები''. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203