ონის მუნიციპალიტეტის, გლოლის საჯარო სკოლაში შაშის ჩემპიონატი გაიმართა.
ჩემპიონატი ჩატარდა სამ ასაკობრივ კატეგორიაში - კლასების მიხედვით: I კლასი, II-VI კლასი და VII-X კლასი.
სპორტული ღონისძიების ორგანიზატორი და ხელმძღვანელი სპორტის მასწავლებელი-აკაკი სულთანიშვილი იყო. ჩემპიონატში მოსწავლეებმა - ოთო ბედოშვილმა, ლუკა ხარებაშვილმა და დათო ბაკურაძემ გაიმარჯვეს.
გამარჯვებულები სიგელებით და პრიზებით დაჯილდოვდნენ.