თბილისის N90 საჯარო სკოლამ გაზაფხულის დადგომა განსაკუთრებულად აღნიშნა . 28-29 მარტს სკოლაში სასკოლო ღონისძიება - „ვიცხოვროთ მწვანე გარემოში“ გაიმართა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ უფროსკლასელები, პედაგოგები, მანდატურის სამსახურის წარმომადგენლები და სკოლის დირექცია.
მოსწავლეებთან ერთდ გამწვანების აქციაში ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი აბუსერიძე მონაწილეობდა.
„მოსწავლეებმა სკოლის გამწვანებაზე იზრუნეს, მწვანე ნარგავები დარგეს და სკოლის ეზოში ჯანსაღი გარემო შექმნეს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები სრულად