კერძო სკოლა „მილენიუმში“ დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღე აღნიშნეს
01-04-2019

რუსთავის კერძო სკოლა „მილენიუმში“ დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღე აღნიშნეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ბიოლოგიის პედაგოგმა ხათუნა ინაშვილმა და უფროსკლასელებმა უმცროსკლასელებსთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. 

„დიახ, მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს! მეტიც, ამ ადამიანებს მზის შვილები ჰქვიათ, მზესავით სითბოს მფრქვეველები აკეთილშობილებენ სხვებსაც, მაგრამ ინფორმაცია მათ შესახებ, მათი გაცნობა აუცილებელია ყველა მოზარდისათვის, ამ მნიშვნელოვან საქმეს ყოველ წელს ლამაზად აკეთებს „მილენიუმის“ ბიოლოგიის პედაგოგი ხათუნა ინაშვილი, არც წლევანდელი წელი იყო გამონაკლისი. პედაგოგმა და უფროსკლასელებმა საინფორმაციო შეხვედრა მოუწყვეს უმცროსკლასელებს და ყველამ ერთად კიდევ ერთად გაიაზრა ყველაზე მთავარი ამქვეყნად: ადამიანობა!“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

21 მარტი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით 2011 წლიდან დაუნის  სინდრომის საერთაშორისო დღედ დაწესდა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც აღინიშნება.        

მსოფლიო ამ დღეს დაუნის სინდრომის მქონე პირთა წინაშე არსებული გამოწვევების გარშემო ერთიანდება.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203