მესტიის მუნიციპალიტეტის ბეჩოს საჯარო სკოლაში ქართველი პოეტის, ლადო ასათიანის ხსოვნის საღამო გაიმართა.
ღონისძიებაში დაწყებითი და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
მათ წაიკითხეს ლექსები და შეასრულეს პოეტის სიმღერებზე შექმნილი სიმღერები: „საქართველოში იბადებოდნენ“, „ყველა ხევსური და ყველა სვანი“ და „გაუმარჯოს საქართველოს მზეს და ზეცას“.
ღონისძიებას პედაგოგები მერი ჟორჟოლიანი, ნინო გვიჩიანი, თამარ კვიციანი, ნონა ქალდანი და ნანა კვიციანი ხელმძღვანელობდნენ.
იხილეთ ფოტოები