ზარიძეების საჯარო სკოლის მოსწავლე თიკო ცალუღელაშვილმა საქართველოს ეროვნული ბანკის კონკურსში გაიმარჯვა
01-04-2019

თიანეთის მუნიციპალიტეტის, ზარიძეების საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლე თიკო ცალუღელაშვილმა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ქართული ფულის თემაზე გამოცხადებულ შემოქმედებით ღია კონკურსში - „საქართველოს ეროვნული ბანკი 100“ წარმატებას მიაღწია. 

საქართველოს ეროვნული ბანკი დაარსებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ჩატარდა.

კომპეტენტურმა ჟიურიმ 20 გამარჯვებული მოსწავლე გამოავლინა. მათ შორის არის ზარიძეების საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლე თიკო ცალუღელაშვილი.

სკოლის აღსაზრდელის პედაგოგი ევა ცალუღელაშვილია.

მოსწავლე-მასწავლებელმა, დანარჩენ გამარჯვებულ მოსწავლეებთან ერთად, ყვარლის ფულის მუზეუმი მოინახულეს.

„სკოლის სახელით ვულოცავ თიკოს და მის პედაგოგს ევა ცალუღელაშვილს წარმატებას“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203