თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ჭივჭავის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ- ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობდნენ.
ჩემპიონატის მეორე ტურში 6 მოსწავლე მონაწილეობდა, რომელთაგან მეცხრე კლასის მოსწავლე ანა ჩეგიანი ხუთეულში გავიდა.
„ეტალონის“ მონაწილეებს სკოლის დირექტორმა რუსუდან გარდაფხაძემ სერტიფიკატები საზეიმო ვითარებაში გადასცა და პროექტში აქტიური ჩართვა, მეტი მონდომება და წარმატებები უსურვა.
იხილეთ ფოტოები