2019 წლის საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია მაისის თვეში გამოცხადდება.
როგორც etaloni.ge-ს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოში განუცხადეს, რეგისტრაცია მაისში გამოცხადდება, თუმცა ჯერჯერობით კონკრეტული თარიღი განსაზღვრული არ არის და ის მოგვიანებით გახდება ცნობილი.
აღსანიშნავია, რომ რეგისტრაციამდე გამოცხადდება იმ საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღების ჩამონათვალი, სადაც მშობლებს ბავშვების დარეგისტრირება შეეძლებათ.
საზაფხულო ბაღებში დარეგისტრირებულ აღსაზრდელებს ბაღში სიარული მთელი ივლისის განმავლობაში შეეძლებათ.