ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლაში მშობლებისთვის ტრენინგი ჩატარდა
01-04-2019

ლანჩხთის N3 საჯარო სკოლის დირექტორის ინიციატივით ასოციაციამ „მშობლები განათლებისთვის“ ორდღიანი, ძალიან საინტერესო და საჭირო ტრენინგი  ჩაატარა ლანჩხუთის N1, N2, N3 საჯარო სკოლებისა და სასულიერო გიმნაზიის მოსწავლეთა მშობლებისთვის.

ტრენინგი ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში ჩატარდა და იგი მოიცავდა შემდეგ საკითხებს: შვილის სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობა; სკოლასთან სწორი კომუნიკაცია; მშობელთა უფლებები სკოლაში. 

„ჩვენმა ტრენერებმა მანანა ჯინჭარაძემ და თაია მახარაშვილმა კიდევ ერთხელ დაანახეს მშობლებს, თუ როგორია მასწავლებლის და მშობლის როლი ბავშვის ცხოვრებაში, რათა შედეგად ჯანსაღი საზოგადოება მივიღოთ“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203