მარნეულის მუნიციპალიტეტის, ოფრეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები პოეტ ტარიელ ხარხელაურს შეხვდნენ.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროექტის - „არაქართულენოვან მასწავლებელთა პროფესიული მხარდაჭერა“ კონსულტანტ-მასწავლებლებმა: ლალი მარგიანმა, ნარიმან მელიქიძემ, თინა ბაწაშვილმა და ხოჯორნის, ახკერპის და ოფრეთის მოსწავლეებმა, მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკისა და მარნეულის კულტურის ცენტრის მხარდაჭერით მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკაში პოეტი - ტარიელ ხარხელაური მიიწვიეს.
ოფრეთის საჯარო სკოლისის წარმომადგენლის თქმით, შეხვედრა ხოჯორნის სკოლის მოსწალის შესრულებული რევაზ ლაღიძის სიმღერით - ,,ჩემი საქართველო აქ არის“ დაიწყო. სტუმრებს ბიბლიოთეკის დირექტორი ლანა ხეხელაშვილი მიესალმა.
კულტურის ცენტრის ორგანიზატორმა, მსახიობმა ზურა ხაფთანმა და მისმა მეგობრებმა კი დამსწრე საზოგადოებას მუსიკალური კომპოზიცია წარუდგინეს ტარიელ ხარხელაურის ლექსით.
„მოსწავლეებმა ემოციური და შთამბეჭდავი დღე აჩუქეს დამსწრე საზოგადოებას, წაიკითხეს ლექსები, იმღერეს, დაიმსახურეს აპლოტისმენტები და ავტორის შექება.
უნდა აღინიშნოს, რომ პოეტმა - ტარიელ ხარხელაურმა წაიკითხა თავისი რამდენიმე ლექსი , რომელსაც მთელი დარბაზი სულგანაბული უსმენდა.
ოფრეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები ამ დღისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ. მათ სპეციალურად ამ დღისთვის შექმნეს ხელნაკეთი წიგნები, რომელშიც პოეტის საუკეთესო ლექსებია წარმოდგენილი. საღამოს საკრებულოს, მერიის, კულტურის ცენტრის, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის, საგანმანათლებლო რესურსცენტრის, სხვადასხვა სკოლების პედაგოგები და წარმომადგენელები ესწრებოდნენ.
ოფრეთის საჯარო სკოლა მადლობას უხდის ხოჯორნის სკოლის პედაგოგს ლალი მარგიანს, აღნიშნული იდეის გაზიარებისა და ღონისძიებაში ჩართვის შესაძლებლობისთვის, ასევე მარნეულის კულტურის სახლს და მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკას მხარდაჭერისთვის“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები