ხონის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით კალათბურთში შიდა სასკოლო ოლიმპიადა გაიმართა.
ოლიმპიადა 11 თებერვალს გაიხსნა და მასში საბაზო საფეხურის მოსწავლეები და მასწავლებლები მონაწილეობდნენ.
ფინალურ თამაშში ერთმანეთს მე-11 კლასის და მასწავლებლების გუნდები შეხვდნენ. დაძაბულ ბრძოლაში გამარჯვება წილად ხვდა მე-11 კლასის გუნდს.
ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა გიორგი ძიძიგური, მაყურებელთა სიმპატია დაიმსახურა და სიგელით დაჯილდოვდა მე-7 კლასის გუნდი, ხოლო ყველაზე აქტიურ გულშემატკივრად დასახელდა და სიგელით დაჯილდოვდა მარინა კვარაცხელია.
იხილეთ ფოტოები