ახალციხის N6 საჯარო სკოლის მოსწავლე ნიკა მახათაძე გაცვლითი პროგრამით აშშ-ში მიემგზავრება
01-04-2019

ახალციხის N6 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ნიკა მახათაძემ FLEX-ის პროგრამაში გაიმარჯვა და ერთი აკადემიური წლით აშშ-ში გაემგზავრება. 

„სამივე ეტაპი წარმატებით გადავლახე და ძალიან ბედნიერი ვარ, ეს მესამე მცდელობა იყო და გამიმართლა. 27 მარტს დამირეკეს და მითხრეს, რომ გამარჯვებული ვარ. ახლა საჭირო დოკუმენტებს ვამზადებთ. ივლისში მოსამზადებელ ბანაკში წავალთ, შემდეგ კი ამერიკაში გავემგზავრებით“ - აღნიშნა ნიკა მახათაძემ. 

მისი თქმით, ამ ეტაპზე არ იციან რომელ შტატში იქნებიან. 

მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა (FLEX) არის ყოფილი საბჭოთა კავშირის 10 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეთათვის განკუთვნილი გაცვლითი პროგრამა. იგი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სრულად ფინანსდება. 

მოსწავლეები ამერიკაში ივლისი-აგვისტოს თვეში გაემგზავრებიან.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203