ახალციხის მუნიციპალიტეტის, აწყურის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებმა, კლასის დამრიგებლის, შორენა დიასამიძის ხელმძღვანელობით, თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის დღე ორიგინალურად აღნიშნეს.
მოსწავლეებმა „თამბაქოს გასამართლება“ მოაწყვეს.
სტატისტიკის თანახმად, თამბაქოს ზემოქმედების შედეგად მსოფლიოში ყოველწლიურად 6 მილიონი ადამიანი, საქართველოში კი 11 ათასი ადამიანი იღუპება. მოსწავლეებმა სკოლაშიც ჩაატარეს მცირე კვლევა და სასკოლო საზოგადოებას შედეგები გააცნეს.
„ღონისძიება საინტერესო და სასიამოვნო იყო. მადლობა თითოეულ მონაწილეს ამ აქტივობაში ჩართვისთვის. იმედია, ჩვენი მოსწავლეების ეს პატარა ჩაგდებული მარცვალიც იმოქმედებს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის სურვილზე, რომ საქართველო 2030 წელს თამბაქოსაგან თავისუფალ ქვეყანად გამოცხადდეს. ჩვენ ვირჩევთ ჯანსაღი ცხოვრების წესს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
29 მარტს თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის დღე აღინიშნება, რომლის მიზანსაც თამბაქოსგან თავისუფალი გარემოს მნიშვნელობასა და თამბაქოს მოხმარების საფრთხის შესახებ საზოგადოების ინფორიმირება წარმოადგენს.
იხილეთ ფოტოები