ახალქალაქის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული სკოლის საკონცერტო დარბაზში ცნობილი სომეხი მწერლის, ჰოვანეს თუმანიანის 150 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართეს.
ღონისძიებას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს, რესურსცენტრისა და თემის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მოსწავლეებმა წაიკითხეს პოეტის ლექსები, ნაწყვეტები მოთხრობებიდან, ასევე, შეასრულეს სიმღერები და ცეკვები.
ღონისძიებამ წარმატებით ჩაიარა.
იხილეთ ფოტოები