ხცისის საჯარო სკოლის მოსწავლეები ფესტივალში - „იავნანა“ მონაწილეობდნენ
01-04-2019

ხაშურის მუნიციპალიტეტის, ივანე ხრიკულის სახელობის ხცისის საჯარო სკოლის მოსწავლეები დედისა და ქალის დღისადმი მიძღვნილ სასკოლოთაშორისო ფესტივალში - „იავნანა“ მონაწილეობდნენ. 

ღონისძიების ორგანიზატორი იყო ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახური.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები ფესტივალში ინტერესით ჩაერთნენ, შედეგმაც არ დაყოვნა, ჟიურის მოწონება დაიმსახურა ორმა ნომერმა - სიმღერა დედაზე, რომელიც მეცხრე კლასის მოსწავლემ ხატია მაზიაშვილმა შეასრულა  და თეატრალურმა ინსცენირებამ თემაზე - „ჩიტს გაზაფხული ახარებს, ჩვილს დედაო“.

ფესტივალის ორგანიზატორებმა სკოლას ფესტივალში აქტიური მონაწილეობისათვის სიგელი და ხატი გადასცეს. სკოლის დირექციამ კი ყველა მონაწილე  მადლობის ფურცელით დაჯილდოვა. დირექციამ ასევე მადლობის ფურცელი გადასცა მასწავლებლებს მზევინარ ბუბუტეიშვილს და მარიამ ლომიძეს, რომლებმაც ფესტივალისთვის მოამზადეს მოსწავლეები.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203