ასპინძის მუნიციპალიტეტის, ოთის საჯარო სკოლის პირველ კლასში დაწყებითი კლასების პედაგოგი თეა მურადაშვილი მათემატიკაში საწრეო მუშაობას ატარებს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მათემატიკის წრე წარმატებით ფუნქციონირებს, საწრეო მუშაობა მრავალფეროვანი აქტივობებით არის დატვირთული.
მორიგი საწრეო მუშაობის თემა იყო - „ჩვენ და ციფრები“.
მოსწავლეები სასწავლო პროცესში ინტერესით ჩაერთნენ და იაქტიურეს.