დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის წრე წარმატებით მუშაობს
01-04-2019

დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის წრე წარმატებით მუშაობს.

წრის ხელმძღვანელია რუსუდან გაგუა.

წრეში გაერთიანებული არიან VI კლასის მოსწავლეები - ნინი გაგუა, დავით გოგია, ელენე თოდუა, ლადო თოდუა, ლუკა თოდუა, ანასტასია ხუსკივაძე და უტა ხუსკივაძე.

„საწრეო მუშაობის მიზანია ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მიმართულებებით (ზეპირმეტყველება, კითხვა, წერა) ცოდნის, უნარებისა და დამოკიდებულებების განვითარებაში მოსწავლეთა მხარდაჭერა; ენობრივი საკითხების სწავლება, როგორც ეს ეროვნული სასწავლო გეგმითაა რეკომენდებული, წარიმართება უფრო პრაქტიკული აქტივობებით, ვიდრე თეორიულით; ასევე, ესგ-ის რეკომენდაციისამებრ, უფრო სისტემატური და თანმიმდევრული ხასიათი მიეცემა ენობრივ-გრამატიკული საკითხების დამუშავებას. მუშაობისას გამოიყენება როგორც ელექტრონული, ისე ბეჭდური რესურსები, შინაგანი და გარეგანი მოტივაციის სტრატეგიები, განმავითარებელი შეფასებები, სწავლების სტრატეგიებს და სხვა“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

წრე იმუშავებს ერთი სემესტრის მანძილზე; მუშაობა ტარდება კვირაში ორჯერ- ორშაბათს და ხუთშაბათს, საგაკვეთილო დროის შემდეგ. მუშაობის ხანგრძლივობა შეადგენს ერთ ასტრონომიულ საათს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203