მულახის საჯარო სკოლას ევროპული სკოლის მასწავლებელი ია ღადუა და მეათე კლასის მოსწავლე სოფო ოქრიაშვილი ეწვია.
სოფო IB პროგრამის ფარგლებში ახორციელებს ინდივიდუალურ პროექტს, რომელიც ითვალისწინებს ლიტერატურული კლუბის შექმნას მაღალმთიან სოფელში.
„ჩვენ მოხარული ვართ, რომ სოფომ სწორედ ჩვენს სკოლაზე შეაჩერა არჩევანი. პროექტი ითვალისწინებს ლიტერატურული კლუბის სივრცის კოსმეტიკურ მოპირკეთებასა და სათანადო ნივთებით აღჭურვას, რაც უკვე განახორციელდა. სოფო უკვე ატარებს ძალიან საინტერესო შეხვედრებს ჩვენი სკოლის მოსწავლეებთან, ხოლო პროექტის დასრულების შემდეგ თავად სკოლის მოსწავლეები თავად გააგრძელებენ კლუბის ფუნქციონირებას“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
იხილეთ ფოტოები