თერჯოლის მუნიციპალიტეტის, დავით კლდიაშვილის სახელობის ზედა სიმონეთის საჯარო სკოლის მე-2 კლასში მათემატიკური ვიქტორინა - „მათემატიკა გონების ვარჯიშია“ ჩატარდა.
ვიქტორინას პედაგოგი თამარ ქოჩიაშვილი ხელმძღვანელობდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებში შემოქმედებითი უნარის განვითარება, სწრაფი აზროვნების, ყურადღების, დაკვირვებულობის, თანამშრომლობისა და გუნდური მუშაობის, სწორი დასკვნების გამოტანის, ინფორმაციის მიღებისა და სწრაფად შესაფერისი პასუხის შერჩევის უნარის განვითარება.
ვიქტორინას მე-2 კლასის მოსწავლეთა მშობლები და პედაგოგები ესწრებოდნენ.
ვიქტორინის მონაწილეებს ჟიურის წევრები - სკოლის დირექტორი, გიორგი ქასრაშვილი. დაწყებითი კლასების პედაგოგები - ნარგიზ აბულაძე და მაია გიორგაძე აფასებდნენ.
მოსწავლეები შესაბამისი სიგელებით დაჯილდოვდნენ.
იხილეთ ფოტოები