ქარელის მუნიციპალიტეტის, ბერძენაულის საჯარო სკოლაში სპორტული კლუბი - „ფრონის ხეობა“ შეიქმნა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, კლუბის დევიზია - ,,ერთობა, ბრძოლა, გამარჯვება".
კლუბი ჩართულია სამინისტროს პროექტში - ,,ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაძლიერება სკოლებში".
კლუბის ხელმძღვანელია სკოლის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პედაგოგი ირაკლი მეარაყიშვილი.
კლუბის წევრებმა წარმატებით იასპარეზეს სოფელ ფცაში ორგანიზებულ სასკოლო ფესტივალში - I ადგილი აიღეს გოგონებმაც და ვაჟებმაც, ასევე სოფელ აბისში ორგანიზებულ ფესტივალში მოსწავლეებმა I ადგილი დაიკავეს ჭადრაკში.
იხილეთ ფოტოები