პოეზიის დღესთან დაკავშირებით კერძო სკოლა „საუნჯეს“ IX და X კლასის მოსწავლეები სამოქალაქო განათლების (პედაგოგი: ვაჟა კანდელაკი) ეგიდით ესტუმრნენ რუსთავის ცენტრალურ ბიბლიოთეკას. მოსწავლეებმა დაათვალიერეს უნიკალური წიგნის საცავები, ამერიკული კუთხე, გაეცნენ რუსთაველი პოეტების წიგნებს.
მათ ასევე შეხვედრა მოუწყვეს პოეტ ია სულაბერიძეს, რომელმაც საკუთარი ლექსები წაიკითხა.
პოეზიის საერთაშორისო დღე 21 მარტს აღინიშნება, რომელიც დაფუძნდა იუნესკოს ოცდამეათე სესიაზე პარიზში, 1999 წელს.
პოეზიის დღის ძირითადი მიზანია პოეტური თვითგამოხატვის საშუალებებით ენობრივი მრავალფეროვნების მხარდაჭერა და გაქრობის პირზე მყოფი ენებისთვის განვითარების პირობების შექმნა.
პირველად პოეზიის საერთაშორისო დღე ჩატარდა 2000 წელს პარიზში, სადაც იუნესკოს შტაბ-ბინაა განთავსებული.
იხილეთ ფოტოები