აბაშის მუნიციპალიტეტის, სამიქაოს საჯარო სკოლაში გუნდური ინტელექტუალური თამაში - „ტვინების ბრძოლა“ ჩატარდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, გუნდებმა წამყვანის მიერ დასმულ კითხვებს უპასუხეს.
თემატიკა იყო ზოგადი, სწორი პასუხების გამოსაცნობად საჭირო იყო გამჭრიახი გონება და ლოგიკური აზროვნება.
სულ მონაწილეობდა 8 გუნდი - „აისი“, „გენიოსები“, „ფავორიტები“, „ათინაი“, „ტვინიკოსები“, „ლამპარი“, „შევარდენი“, „არწივები“. გამარჯვებულ გუნდ „ტვინიკოსებს“ Brains.ge-სგან გამარჯვების დამადასტურებელი დიპლომი გადაეცა.
იხილეთ ფოტოები