ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ცისა ჭუმბურიძემ მოსწავლეთა რესპუბლიკურ რიგით 73-ე კონფერენციაზე წარმატებებს მიაღწია.
მოსწავლემ კონფერენციისათვის დაამუშავა თემა „ქვედა სიმონეთის ისტორია“ (მასწავლებელი: დათუნა გოქაძე).
ნაშრომმა დაიმსახურა მოწონება, როგორც რაიონულ, ასევე რეგიონალურ შესარჩევ ეტაპზე და გაიგზავნა თბილისში მოსწავლეთა რესპუბლიკურ სასახლეში.
ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლა წარმატებებს უსურვებს მოსწავლესა და მასწავლებელს.
იხილეთ ფოტოები