ხაშურის მუნიციპალიტეტის, ტეზრის საჯარო სკოლაში, ბიბლიოთეკარ ნანა ბეროზაშვილის ორგანიზებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ღონისძიებების მენეჯერთან და პიარის სპეციალისტთან, ნინო ბარნოვთან შეხვედრა გაიმართა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სტუმარმა სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს თემაზე - „ბიბლიოთეკის როლი სკოლისა და მოსწავლის ცხოვრებაში“ ლექცია წაუკითხა.
სკოლა ნინო ბარნოვს დიდ მადლობას უხდის.
იხილეთ ფოტოები