მარნეულის მუნიციპალიტეტის, ხოჯორნის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ინიციატივით მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკაში პოეტ ტარიელ ხარხელაურის შემოქმედებითი საღამო გაიმართა.
მოსწავლეებმა საღამო პოეტს მიუძღვნეს, რომელიც ღონისძიებას დაესწრო.
ღონისძიებაში ახკერპისა და ოფრეთის სკოლის მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ.
საღამოს ასევე საკრებულოს, რესურსცენტრის და კულტურის ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მოსწავლეებმა პოეტის ლექსები წაიკითხეს. ოფრეთელმა მოსწავლეებმა კი პოეტს მათივე შექმნილი წიგნი გადასცეს საჩუქრად.
იხილეთ ფოტოები