თბილისის N87 საჯარო სკოლაში კლასის საათის ფარგლებში გრძელდება სკოლის წარმატებულ კურსდამთავრებულთა და სკოლის მეგობართა კლუბის წევრთა შეხვედრა მოსწავლეებთან.
X/4 და X/1 კლასის მოსწავლეებს სკოლის ერთ-ერთი გამორჩეული კურსდამთავრებული, ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების ინფორმაციისა და გამოყენების განყოფილების უფროსი გიორგი სოფრომაძე შეხვდა.
შეხვედრამ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა და მოსწავლეთა დიდი ინტერესი გამოიწვია.
შეხვედრის ბოლოს გიორგი სოფრომაძემ მოსწავლეთა კითხვებს უპასუხა.
იხილეთ ფოტოები