ვარციხჰესების საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა პროექტზე „ჩვენ და კომპიუტერი“ იმუშავეს.
მათ მოიძიეს ინფორმაცია აღნიშნულ თემაზე და მოამზადეს პრეზენტაციები და კედლის გაზეთები, ბროშურები.
პრეზენტაცია ეხებოდა თემას: „კომპიუტერი და უსაფრთხოება“. მოსწავლეებმა ჩამოაყალიბეს კომპიუტერის დადებითი და უარყოფითი მხარეები, იმსჯელეს კომპიუტერის მიზნობრივ გამოყენებაზე, ხაზი გაუსვეს კომპიუტერთან ჯდომის წესებზე და დროის ლიმიტთან დაკავშირებულ შეზღუდვებზე.
პროექტში მთელი კლასი აქტიურად იყო ჩართული. მაღალი იყო მათი ჩართულობა და მოტივაცია.
იხილეთ ფოტოები