გამარჯვების საჯარო სკოლაში გაკვეთილი ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდას მიეძღვნა
02-04-2019

გარდაბნის მუნიციპალიტეტის, გამარჯვების საჯარო სკოლის პედაგოგები სისტემატიურად გეგმავენ და ატარებენ მოსწავლეთა ინტერესებსა და შესაძლებლობებზე მორგებულ გაკვეთილებს. 

ამჯერად, მასწავლებელმა მზია ხარაიშვილმა პირველ კლასში გაკვეთილი ჩაატარა, რომელიც ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდას, კერძოდ ცოცხალი საკვების მიღების მნიშვნელობას მიუძღვნა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები სასწავლო პროცესში ინტერესით ჩაერთნენ და იაქტიურეს.

„გაკვეთილის თემატურ და მიზნობრივ დატვირთულობასთან ერთად ეფექტური იყო სასწავლო პროცესში მშობელთა ჩართულობა, მოსწავლეთა ინტერესი და აქტიურობა. მოსწავლეები ჯგუფებში გადანაწილდნენ და ერთმანეთს ბოსტნეულის ამოცნობაში, ცოცხალი სალათების მომზადებასა და სუფრის გაწყობაში ეჯიბრებოდნენ“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203