პატარძეულის საჯარო სკოლა იმ 50 საპილოტე სკოლათა რიცხვშია, სადაც აქტიურად ინერგება და ხორციელდება რეფორმა განათლების სამინისტროს ,,მხარდამჭერი ჯგუფების, ექსპერტების საშუალებით ,,ახალი სკოლის მოდელის „ფარგლებში.
აგრეთვე სკოლის ლიდერთა გუნდი გამოცდილებას იძენს ,,ციფრული სკოლის „პროგრამის ფარგლებშიც.
სკოლა აქტიურად მუშაობს ინოვაციური პროექტების მიმართულებით, სადაც გამოკვეთილია პედაგოგთა და მოსწავლეთა ერთობლივი ძალისხმევა სწავლა-სწავლების პროცესების გასაუმჯობესებლად.
,,ციფრული სკოლა - საქართველო“ პროგრამის განხორციელება აქტიურად დავიწყეთ. სასკოლო კვლევების შედეგებს და სამომავლო სტრატეგიებზე გვიან საღამომდე აქტიურ რეჟიმში განიხილავს სკოლის ლიდერთა გუნდი. მადლობა ამ ადამიანებს ასეთი შემართებისთვის“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
იხილეთ ფოტოები