აზიზკენდის საჯარო სკოლაში ვიქტორინა „ბუნებრივი კატასტროფები“ გაიმართა
02-04-2019

მარნეულის მუნიციპალიტეტის აზიზკენდის საჯარო სკოლაში კონსულტანტ-მასწავლებლისა და დამხმარე მასწავლებლების ინიციატივით ვიქტორინა ,,ბუნებრივი კატასტროფები“ ჩატარდა. 

მე- 12 და მე-10 კლასის მოსწავლეები გაეცნენ და დაამუშავეს თემები ბუნებრივი კატასტროფების შესახებ. მათ ღონისძიების დასაწყისში წარმოადგინეს პრეზენტაციები, შემდეგ უპასუხეს ლოგიკურ შეკითხვებს.

მოსწავლეებს გადაეცათ სიგელები.

ღონისძიების ძირითადი მიზანი გახლდათ მეტყველებისა და პრეზენტაციის უნარის გაუმჯობესება და ნასწავლი მასალის გამოყენება პრაქტიკაში.

ვიქტორინას სკოლის დირექტორი და მასწავლებლები ესწრებოდნენ. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203