ხულოს მუნიციპალიტეტის, განახლების საჯარო სკოლაში დედისა და ქალთა დღეები ღონისძიებით აღნიშნეს.
სკოლის აღსაზრდელები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარსდგნენ - თემატური ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, საცეკვაო ნომრები შეასრულეს და დედებსა და პედაგოგებს დღესასწაულები ლამაზი ღონისძიებით მიულოცეს.
„პატარებმა დედებს და ქალებს უმღერეს. ლექსები წაუკითხეს. იცეკვეს და უამრავი ყვავილები მიართვეს. ყველა დედასა და ქალს გილოცავთ გაზაფხულის შემობრძანებას. სიყვარულს და მუდმივ ბედნიერებას გისურვებთ! იხარეთ შვილებით!“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ვიდეო და ფოტოები