ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროექტი „ჩემი საქართველო აქ არის“ განახორციელეს
02-04-2019

ქუთაისის N12 საჯარო სკოლის VIIIა კლასმა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გაკვეთილზე განახორციელა პროექტის ,,ჩემი საქართველო აქ არის“ პრეზენტაცია (მასწავლებელი: ლ. ჯაფარიძე).

მოსწავლეებმა საინტერესოდ ისაუბრეს შუა საუკუნეების ქართული არქიტექტურისა და სახვითი ხელოვნების ძეგლებზე, ყურადღება გაამახვილეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის აუცილებლობასა და პოპულარიზაციაზე.

ჩანაფიქრის განსახორციელებლად მოსწავლეებმა გამოიყენეს მხატვრული ხედვისა და შემოქმედებითი მიდგომები.

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203