საზოგადოებრივი პროკურატურის ფორმატით, სენაკის N1 სკოლის უფროსკლასელი მოსწავლეები იმყოფებოდნენ აბაშის მუნიციპალიტეტში, კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმში.
როგორც მასწავლებელი მამუკა კუჭავა აღნიშნავს, მოსწავლეებისთვის დაუვიწყარი იყო ეს დღე:
"მათ ნახეს მწერლისეული ნივთები, ექსპონირებულია მწერლის ხელნაწერთა ფოტო-ასლები. ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ფოტო-სურათები. ასევე სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ენაზე გამოცემული ნაწარმოებები. სახლ-მუზეუმის ეზოში განთავსებულია დამხმარე ნაგებობები და სხვა."
იხილეთ ფოტოები