ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის, ლესიჭინეს N2 საჯარო სკოლაში საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ პირველი ტური გაიმართა.
ჩემპიონატის პირველ ტურში VIII, IX, X, XI კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
მონაწილე მოსწავლეების უმეტესობა მეორე ტურში გადავიდა. მეორე ტური ჩხოროწყუს კულტურის სახლში 4 აპრილს გაიმართება.
სკოლა აღსაზრდელებს წარმატებას უსურვებს.
იხილეთ ფოტოები