წალკის მუნიციპალიტეტში, მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით „ეტალონის“ მეორე ტური გაიმართა.
ინტელექტ-ჩემპიონატში სულ 82 მოსწავლე მონაწილეობდა.
მათ შორის იყვნენ საყდრიონის საჯარო სკოლის მოსწავლეები: ნინო პაქსაძე და ცირა მგელაძე.
ინტელექტ-ჩემპონატს მონაწილეების გარდა ასევე ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები გულშემატკივრობდნენ.
საყდრიონის საჯარო სკოლის მოსწავლემ ნინო პაქსაძემ ჩემპიონატში მეორე ადგილი აიღო და დიპლომით დაჯილდოვდა.
იხილეთ ფოტოები