წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის სამკითხველო დარბაზში - „ცოდნარიუმი“ საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებას მე-8, მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები და მასწავლებლები ესწრებოდნენ.
ღონისძიებაზე ზვიად გამსახურდიას ცხოვრებასა და ღვაწლზე ისაუბრა მე-9 კლასის მოსწავლემ ანასტასია ჩაკვეტაძემ და ისტორიის პედაგოგებმა - მაია ქობულიამ და მარინა თუთბერიძემ.
ღონისძიებაზე დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა. ფილმი ზვიად გამსახურდიას პოლიტიკურ ცხოვრებას და 31 მარტის რეფერენდუმს ასახავდა.
იხილეთ ფოტოები